A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ტა ტე ტი ტო ტრ ტუ
ტრა ტრი ტრო

ტრაპისტები

Etym. ფრანგ. trappiste, სიტყვა მომდინარეობს ნორმანდიაში მდებარე რეფორმირებული მონასტრის სოლინი-ლა-ტრაპის სახელწოდებიდან
It. trappisti
აღნიშნავს „რეფორმირებულ ცისტერციელთა“ ანუ „მკაცრი წესის“ ორდენის წევრებს. არმან-ჟან ლე ბუტილიე დე რანსე (1626-1700) საერო ცხოვრების შემდეგ მოწესედ აღიკვეცა და 1664 წელს ტრაპეს აბატად იქცა, სადაც მრავალი სირთულის გადალახვის შემდეგ სიტოს სათავეთა სულისკვეთებაზე დამყარებული მკაცრი რეფორმა გაატარა, რომლის ძირეული ელემენტები იყო: ლოცვა, დუმილი, მჭვრეტელობა, ასკეტიზმი, ფიზიკური შრომა. მალე მათ ციტერციელთა ხუთი სხვა მონასტერი შეურთდა. კლემენტე XI-მ 1705 წელს ორდენის წესდება დაამტკიცა. საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ მონასტრები საფრანგეთის საზღვრებს გარეთაც დაარსდა, - ევროპის ქვეყნებსა და კანადაში. 1834 წელს გრიგოლ XVI-მ ყველა მონასტერი ტრაპეს წმიდა მარიამის ცისტერციელ მოწესეთა კონგრეგაციაში გააერთიანა. დამაარსებლისადმი ერთგულების სურვილმა სეტ-ფონსის მონასტერს ერთიანობა შეანარჩუნებინა, ტრაპეში კი 1847 წელს დაყოფა მოხდა, რამაც სიტოს ჩვეულ ნორმებზე დაფუძნებულ ახალ რეფორმას დაუდო საფუძველი. 1892 წელს სოლინის, სეტ-ფონსისა და ვესტმალეს რეფორმირებული კონგრეგაციებიდან ჩამოყალიბდა ტრაპეს წმიდა მარიამის რეფორმირებულ ცისტერციელთა დამოუკიდებელი ორდენი საკუთარი აბატის მეთაურობით. 1894 წლის წესდება მხოლოდ 1925 წელს იქნა მოწონებული პიუს XI-ის მიერ, ვატიკანის II კრების შემდეგ კი წესდება განახლდა. ცალკეული სააბატოები დამოუკიდებელია. უმაღლესი ორგანოა გენერალური კაპიტულუმი. გენერალურ აბატს, რომელიც, ამავე დროს, სიტოს უმაღლესი აბატიცაა, რომში აქვს სამყოფელი. ტრაპელები მჭვრეტელობით ცხოვრებას და თეოლოგიურ კვლევას ფიზიკურ შრომასთან ათავსებენ (რითაც საკუთარ თავს საარსებო პროდუქტებით უზრუნველყოფენ). ორდენი მრავალ ქვეყანაში არსებობს, ფლობს 85 მამაკაცთა და 50 ქალთა მონასტერს და 3500 მამაკაც მოწესესა და 2000 ქალ მოწესეს აერთიანებს. ქალთა შტო (ტრაპელი ქალები, ანუ მკაცრი წესის ცისტერციელი მონაზვნები) 1689 წელს ბუტიე დე რანსემ დააარსა. მათი დედა მონასტერია სანტ-ვოლონტე-დე-დიე, დაარსებული ორდენის მეორე რეფორმატორის, ა. დე ლესტრანჟის მიერ.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9