A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საპ სარ სას სატ საფ საქ საღ საყ საშ საც საძ სახ

საღმრთო მუსიკა

It. Musica sacra
გალობასთან ერთად, ლიტურგიის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია. ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში სამუსიკო ინსტრუმენტების თანხლებით შესრულებული ფსალმუნები მჭიდროდაა დაკავშირებული ლიტურგიულ მსახურებასთან. საუკუნეთა მანძილზე საღმრთო მუსიკა სხვადასხვა ფორმით განვითარდა: არსებობს გრიგორიანული გალობა, პოლიფონიური გალობა, თანამედროვე საღმრთო მუსიკა, ხალხური რელიგიური საგალობელი. საღმრთო მუსიკა სხვადასხვა საკრავთა თანხლებით სრულდება, მათ შორის წამყვანი როლი ორგანს ენიჭება. ლიტურგიულ მსახურებაში საღმრთო მუსიკამ ხელი უნდა შეუწყოს ლოცვის გამომსახველობით მშვენიერებას, შეკრებილთა ერთსულოვან მონაწილეობას და უნდა გამოკვეთოს მსახურების საზეიმო ხასიათი (შდრ. CCC, 1156-1158).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9