A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საპ სარ სას სატ საფ საქ საღ საყ საშ საც საძ სახ

საღმრთო მყუდროება

It. Tregua di Dio
იურიდიულ-რელიგიური ინსტიტუცია, რომელიც უდევს საფუძვლად ევროპულ სამშვიდობო მოძრაობას. სამხრეთ საფრანგეთსა და ბურგუნდიაში დიდებულთა მხრიდან ეკლესიასა და გლეხებზე ბატონობის გამანადგურებელი შედეგების აღმოსაფხვრელად, რასაც საერო ხელისუფლება შესატყვისი ზომებით ვერ უპასუხებდა, X-XI საუკუნეთა მანძილზე გამართულ რამდენიმე კრებაზე დადგინდა იარაღის ხმარების აკრძალვა კვირის განსაზღვრულ დღეებსა (აკრძალვა მოქმედებდა ხუთშაბათიდან კვირამდე, უფლის ვნებისა და მკვდრეთით აღდგომის დღეებში) და წელიწადის გარკვეულ პერიოდებში (ადვენტი, დიდმარხვა, აღდგომა, სული წმიდის გარდამოსვლა). წესის დამრღვევს განკვეთა ემუქრებოდა. თუ საღმრთო მშვიდობა გარკვეული კატეგორიების ადამიანთა წინააღმდეგ ძალადობის გამოუყენებლობის ვალდებულება იყო, საღმრთო მყუდროება (treuga – კელტურიდან treue „ერთგულება“) ემყარებოდა ნებაყოფლობით დადებულ ფიცს ხმლის მატარებელთა მხრიდან. ეს წესი ბურგუნდიასა და აკვიტანიაში დამკვიდრდა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9