A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საპ სარ სას სატ საფ საქ საღ საყ საშ საც საძ სახ

საღმრთო ძალაუფლება

It. Potestà sacra
ეკლესიაში, თავის წყაროსთან მიმართებაში, ეს ძალაუფლება ერთია, რადგანაც ესაა ეკლესიაში მინიჭებული ქრისტეს ძალაუფლება, თუმცა ეს ძალაუფლება განსხვავდება მიზნებთან მიმართებაში და გადაიცემა სხვადასხვა გზებით რომის პონტიფექსისა და ეპისკოპოსთა მეშვეობით. ის შეიძლება იყოს, აგრეთვე, მათ მიერ მინიჭებული სხვათათვის სხვადასხვა სულიერ მიზანთა მისაღწევად საიდუმლოებრივი თუ არასაიდუმლოებრივი მსახურების აღსრულების მეშვეობით. იმ მსახურებათათვის, რომელთა აღსასრულებლადაც ხელდასხმაა აუცილებელი, როგორც ცალკეულ საიდუმლოთათვის (მირონცხება, ევქარისტია, მონანიება, ზეთის ცხება, ხელდასხმა: წესის საღმრთო ძალაუფლება), ისე ცალკეულ საკრამენტალიათათვის (წესის არასაღმრთო ძალაუფლება) წმიდაყოფის, სწავლებისა და მართვის ძალაუფლება მხოლოდ იმ პირებს გადაეცემათ, რომელთაც სხვადასხვა სახის ხელდასხმა აქვთ მიღებული. ხოლო წმიდაყოფის და მართვის ძალაუფლება, დაკავშირებული მსახურებასთან, რომლის აღსასრულებლადაც ხელდასხმა არ არის აუცილებელი, სხვადასხვა სახით გადაეცემა ან ენიჭება იმ პირებსაც, რომელთაც ხელდასხმა არ აქვთ მიღებული. ამგვარად, განმტკიცდება ეკლესიაში საღმრთო ძალაუფლების ერთიანობა და, ამავე დროს, მისი ორგანული განაწილება.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9