It. Sacra Scrittura/Sacre Scritture რელიგიათა ისტორიაში საღმრთო წერილი ეწოდება სხვადასხვა ზომის ტექსტებს, რომლებიც არცთუ იშვიათად იმჟამიერ საჭიროებათა დასაკმაყოფილებად შეიქმნა, ემყარება გამოცხადებას და რელიგიურ საკრებულოებს, რომლებიც გადასცემენ მათ მომდევნო თაობებს, აწვდიან საკრებულოთა მიერ თვითშეცნობის, თვითმოწყობისა და მათ წევრთა მართებული ქცევისათვის საჭირო წესთა ერთობლიობას. შინაარსის თვალსაზრისით, საღმრთო წერილის მრავალი ნაირსახეობა არსებობს. ქრისტიანობის საღმრთო წერილი (ბიბლია) მოიცავს ძველი და ახალი აღთქმის კანონს, რომელშიც გამოცხადებისა და სარწმუნოების ისტორია გადმოცემულია ისრაელისა და ადრექრისტიანული ლიტერატურის ნაწერებში. ეს ნაწერები საეკლესიო გადაწყვეტილებით, აღიარებულ იქნა ღმრთივშთაგონებულად და სარწმუნოების კანონიერ წყაროდ.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4