A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საპ სარ სას სატ საფ საქ საღ საყ საშ საც საძ სახ

საღმრთო წერილის მნიშვნელობანი

It. Sensi della Scrittura
საღმრთო წერილის არსი ერთადერთია, მაგრამ სხვადასხვა დამატებით ასპექტს მოიცავს. ამ თვალსაზრისით, შეიძლება განვასხვავოთ პირდაპირი და სულიერი მნიშვნელობანი, რომელთაგან უკანასკნელი, თავის მხრივ, დაიყოფა ალეგორიულ, ზნეობრივ და ანაგოგიურ კომპონენტებად. ოთხი კომპონენტის სრული თანხვედრა უზრუნველყოფს ეკლესიაში საღმრთო წერილის წაკითხვის სიმდიდრეს. პირდაპირი მნიშვნელობა: მნიშვნელობა, გამოხატული საღმრთო წერილის სიტყვებით და მიკვლეული ეგზეგეზის მეშვეობით, რომელიც მართებული ინტერპრეტაციის წესებს მისდევს. საღმრთო წერილის ყველა დანარჩენი მნიშვნელობა პირდაპირზეა დაფუძნებული. სულიერი მნიშვნელობა: ღმრთის ჩანაფიქრის მთლიანობიდან გამომდინარე, არა მხოლოდ საღმრთო წერილის ტექსტი, არამედ აგრეთვე მასში აღწერილი მოვლენები შეიძლება იყოს ნიშნები:
ა) ალეგორიული მნიშვნელობა: მოვლენათა უფრო სიღრმისეული არსის წვდომა შესაძლებელია ქრისტეში მათი მნიშვნელობის შეცნობით; მაგალითად, წითელი ზღვის გადალახვა ქრისტეს გამარჯვების, და, მაშასადამე, ნათლობის ნიშანია;
ბ) ზნეობრივი მნიშვნელობა: საღმრთო წერილში მოთხრობილ მოვლენებს ძალუძს ჩვენთვის მართებული საქციელის მითითება, ისინი „აღწერილია ჩვენს დასარიგებლად“ (1 კორ. 10:11);
გ) მისტიკური მნიშვნელობა: ცალკეული რეალობები და მოვლენები შეიძლება მათი მარადიული მნიშვნელობით იქნას დანახული, რომელიც მიგვიძღვის (ბერძ. anagoge) ზეციური სამშობლოსაკენ.
ამგვარად, ეკლესია დედამიწაზე ზეციური იერუსალემის ნიშანია. განმარტების ამ ოთხი კომპონენტის არსს კარგად გადმოგვცემს შუა საუკუნეების ორტაეპედი: Littera gesta docet, quid credas allegoria, moralis quid agas, quo tendas anagogia („სიტყვასიტყვითი მნიშვნელობა ფაქტებს გვასწავლის, ალეგორია - იმას, რაც უნდა ვიწამოთ, ზნეობრივი მნიშვნელობა - თუ რა უნდა ვაკეთოთ, მისტიკური მნიშვნელობა კი - თუ რას უნდა ვესწრაფოთ“) (შდრ. CCC, 115-118).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9