A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კეთ კენ კერ

კენობიტი

Etym. ბერძ. koinós „საერთო“ და bíos „ცხოვრება“
It. Cenobita
მონაზონი, რომელიც ღმერთთან თავის კავშირს „საერთო ცხოვრების ადგილას“ განიცდის (ნ. მონასტერი), განსხვავებით ანაქორეტისაგან. მონაზვნობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ის დაახლოებით 320 წელს, ეგვიპტეში წმიდა პახომმა დაამკვიდრა. საერთო ცხოვრების გარდა, კენობიტობის სახასიათო ნიშანია წინამძღვრის, როგორც სასულიერო წინამძღოლის, და, აგრეთვე, წესდების არსებობა. კენობიტობის ყველაზე ცნობილი ფორმები დასავლეთში წმიდა ბენედიქტეს, აღმოსავლეთში კი წმიდა ბასილის წესდების გავრცელების შედეგად დამკვიდრდა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9