A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მოგ მოდ მოზ მოთ მოი მოკ მოლ მომ მონ მორ მოს მოტ მოქ მოყ მოშ მოც მოძ მოწ

მონაზვნობა

Etym. ბერძ. monachós (ზმნიდან monázein „მარტო ცხოვრება“)
It. Monachesimo
რელიგიური ცხოვრების ფორმა, რომელიც გულისხმობს სამყაროსაგან განცალკევებას ღმერთთან ერთიანობაში ყოფნის მიზნით, ლოცვითა და მჭვრეტელობით ცხოვრებას; ახლავს ასკეტიზმი. ქრისტიანობის დასაბამიდანვე ცალკეული ადამიანები ესწრაფვოდნენ ქრისტიანულ სრულყოფას სახარებისეულ დარიგებათა ცხოვრებაში რადიკალური განხორციელების გზით. უმთავრესად ყურადღება უბიწოების დაცვას ექცეოდა (მამაკაცებს ეწოდებოდათ continentes, ქალებს – ვირგინეს). დაახლოებით 300 წელს, წმიდა ანტონის თაოსნობით ჩამოყალიბდა მონაზვნობის პირველი ფორმა, ანაქორეტობა. მონაზვნობის კიდევ ერთი ფორმა იყო განდეგილობა, როგორც ზომიერი, ისე უკიდურესი გამოხატულებით. წმიდა პახომმა დაუდო საფუძველი კენობიტურ სამონასტრო ცხოვრებას. ნილოსზე, თებაიდაში, მან ერთი წინამძღვარისადმი დაქვემდებარებული სხვადასხვა მონასტერი დააარსა. წინამძღვარს მონაზონთა პერიოდულად მონახულება ევალებოდა. სამონასტრო ცხოვრების წესი ასევე ვრცელდებოდა ქალთა მონასტრებზეც. მონაზვნობა სწრაფად გავრცელდა პალესტინაში, შემდეგ კი, წმიდა ათანასეს მეოხებითა და წმიდა იერონიმეს მიერ ნათარგმნი სამონასტრო წესების მეშვეობით, მან დასავლეთშიც მოიკიდა ფეხი. დასავლური მონაზვნობის მამად მიიჩნევა წმიდა ბენედიქტე (480-547), რომელმაც სუბიაკოში დააარსა მონასტერი. მისი წესი შემდგომში იმპერიის ყველა მონასტრისათვის იქცა სავალდებულოდ. საუკუნეთა განმავლობაში მონაზვნობის სხვადასხვა რეფორმა გატარდა მის იდეალთა სისპეტაკის ხელახლა დამკვიდრების მიზნით. რეფორმისტულ მოძრაობათა შორის უმნიშვნელოვანესი იყო კლუნის (კლუნის სააბატო, 909წ.) და ცისტერციელთა რეფორმა (სიტო, 1098 წ.). XIII საუკუნეში გლახაკთა ორდენების აღმოცენებამ მოსპო მონაზვნობის ჰეგემონია როგორც საეკლესიო, ისე კულტურულ სივრცეში, თუმცა მონაზვნობა კვლავაც ასრულებს ფუნდამენტურ ფუნქციას ეკლესიის ცხოვრებაში. თავისი დამახასიათებელი ნიშნებით მონაზვნობა აღმოსავლეთის ეკლესიაშიც არსებობს, სადაც სამონაზვნო ცხოვრების ტრადიციულ ფორმებთან ერთად არსებობს, აგრეთვე, უსამშობლო „მოხეტიალე მონაზვნის“ ფორმაც. როგორც სრულყოფილების ძიების რელიგიური გამოცდილება, მონაზვნობა ბუდჰიზმსა და ლამაიზმშიცაა გავრცელებული.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9