A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საპ სარ სას სატ საფ საქ საღ საყ საშ საც საძ სახ

საძმოები

Etym. ლათ. სიტყვიდან confraternitas (cum+fraternitas) „თანა+ძმობა“
It. Confraternite
საეკლესიო ასოციაციები, რომელთა მიზანიც ლოცვა და დახმარების გაწევაა. პირველი საძმოები VI-VII საუკუნეებში, ანგლოსაქსურ მონაზვნობაში აღმოცენდა. საძმოებს, მათი მნიშვნელობის შესაბამისად, ჰქონდათ საკუთარი საკურთხეველი, კაპელა ან ეკლესია რელიგიურ წესთა აღასრულებლად და სულიერი მამის ხელმძღვანელობით თავშეყრისთვის განკუთვნილი ადგილი. რელიგიურ წესთა აღსრულებისა და ქრისტიანულ სათნოებათა განმტკიცების გარდა, საძმოები თავდაპირველად მიზნად ისახავდნენ სარწმუნოების დაცვასა და საქველმოქმედო საქმიანობას. ეს იყო, მაგალითად, სნეულ თანამოძმეთა დახმარება, გარდაცვლილთა დაკრძალვა, ღარიბთა და გაჭირვებულთა, მათ შორის უცხოელთა, დახმარება და გასათხოვარ ქალიშვილთა მზითვით უზრუნველყოფა. საძმოები ხშირად აგროვებდნენ შეწირულობას რამე განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში, ტუსაღთა სასარგებლოდ ან სიკვდილმისჯილთა დასახმარებლად. შუა საუკუნეებში საძმოებს ხშირად პროფესიული გაერთიანების ფორმა ჰქონდა. დროთა განმავლობაში საძმოთა რიცხვი მეტად გაიზარდა, ხოლო მიზანთა და მიმართულებათა არეალი კი გაფართოვდა. ისინი განსხვავდება საერო მესამე ორდენთაგან, რომლებიც მჭიდროდაა დაკავშირებული იმ რელიგიურ ორდენთან, რომლის სახელსაც ატარებს. გარდა ქრისტიანობისა, საძმოები არსებობს სხვა რელიგიებშიც.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9