A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
სეკ სემ სენ სეპ სერ სექ

სეკვენცია

Etym. ლათ. sequentia „ერთმანეთს მიყოლა“, „თანმიმდევრობა“
It. Sequenza
გალობა ლექსად ან გარითმული პროზის სახით, რომელიც ცალკეულ საზეიმო შემთხვევებში წინ უძღვის სახარების კითხვას. სახელწოდება მომდინარეობს ნევმათა ერთობლიობიდან, როცა ალელუიას ვოკალიზით შესრულებისას განსაკუთრებით წელავდნენ უკანასკნელ ხმოვანს. ამ ვოკალიზის გასამარტივებლად სიტყვები შეადგინეს, რომლებიც დამოუკიდებელ კომპოზიციად იქცა და სეკვენციად იწოდება. აღსანიშნავია: სააღდგომო სეკვენცია - Victimae paschali laudes, სულთმოფენობის დღისათვის - Veni, sancte Spiritus და საყოველთაოდ ცნობილი - Stabat mater.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9