Etym. ლათ. saeculum „საერო სამყარო“ ტერმინს აქვს სხვადასხვა მნიშვნელობა:
ა) როგორც ისტორიული, პოლიტიკური და იურიდიული ცნება (პირველად გაცხადდა 1646 წელს ვესტფალიის ზავის მოსამზადებელი მოლაპარაკებების დროს), აღნიშნავს სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიისათვის სუვერენიტეტის, ფლობისა და გამოყენების უფლებათა ჩამორთმევას, ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშეც;
ბ) კანონიკური სამართლის კოდექსში სეკულარიზაციად იწოდება მოწესის თავისი ინსტიტუტიდან წასვლა ან საერო სამღვდელოებაში მისი გადასვლა (CIC, კან. 693);
გ) XX საუკუნეში ტერმინი აღნიშნავს აზროვნების ტენდენციას და თეოლოგიურ მიმდინარეობას (მისი ერთ-ერთი უმთავრესი წარმომადგენელია დ. ბონჰეფერი), რომელიც ხაზს უსვამს ადამიანური რეალობის ავტონომიას რელიგიურ და საღმრთო რეალობებებთან მიმართებაში.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4