A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
სეკ სემ სენ სეპ სერ სექ

სეპტუაგინტა (LXX)

L. Septuaginta
ძველი აღთქმის უძველესი ბერძნული თარგმანი, დაწყებული პტოლემე II-ის მიერ დაახლოებით ქრისტემდე 250 წელს ეგვიპტის ალექსანდრიაში (რის გამოც მას, აგრეთვე, ალექსანდრიულ ვერსიასაც უწოდებენ) და დასრულებული, სავარაუდოდ, ქრისტემდე 150 წელს. მისი სახელწოდება უკავშირდება ლეგენდას, რომლის თანახმადაც თარგმანი 72 იუდეველმა 72 დღეში შეასრულა. სეპტუაგინტამ მცირე ხანში მოიპოვა ავტორიტეტი. ძველი აღთქმის ციტირებისას ახალი აღთქმის ავტორები სწორედ სეპტუაგინტის ტექსტს ანიჭებენ უპირატესობას.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9