A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
სეკ სემ სენ სეპ სერ სექ

სერვიტები

It. Serviti/e
მარიამის მსახურთა ორდენის წევრები (Ordine dei Servi di Maria). ორდენი 1233 წელს შვიდმა ფლორენციელმა ვაჭარმა დააარსა, რომლებმაც ფლორენციის მახლობლად ასკეტურ ცხოვრებას მიჰყვეს ხელი. ისინი ავგუსტინესეულ წესდებას მისდევდნენ და მარიამისადმი განსაკუთრებული თაყვანისცემით გამოირჩეოდნენ. 1304 წლის 11 თებერვალს ორდენი საბოლოოდ მოიწონა ბენედიქტე XI-მ. დღეს ორდენის წევრები მოღვაწეობენ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში, ამერიკაში, ავსტრალიასა და სამხრეთ აფრიკაში (1984 წლის მონაცემებით, ორდენს ჰქონდა 822 სახლი და ითვლიდა 6552 წევრს). ორდენის წევრებს თეოლოგიის განვითარებაშიც აქვთ შეტანილი წვლილი, რომში უძღვებიან „მარიანუმის“ (Marianum) თეოლოგიის ფაკულტეტს. XIII საუკუნეში დაარსებული ორდენის ქალთა შტო (როგორც მეორე ორდენი) – მარიამის მსახური ქალები (Serve di Maria) - აგრეთვე მისდევს ავგუსტინესეულ წესდებას და მჭვრეტელობას ანიჭებს უპირატესობას. ცალკეულ მონასტრებში მისი წევრები გოგონების აღზრდას ეწევიან. ჯულიანა ფალკონეტის მიერ (1341) დაარსებული მსახურ დათა მესამე ორდენი (მის წევრებს აგრეთვე mantellate, ანუ „მოსასხამიანები“ ეწოდება), უმთავრესად სნეულთა დახმარებას ეწევა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9