A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
სეკ სემ სენ სეპ სერ სექ

სექტა

Etym. ლათ. sectus „ვისაც მიჰყვებიან“, არქაული ნამყოს მიმღეობა ზმნისა sequi „გაყოლა“
It. Setta
ჯგუფი, რომელიც მისდევს საკუთარ მოძღვრებას ან ცხოვრების წესს და განცალკევებულია უფრო მრავალრიცხოვანი საზოგადოებისაგან. ჩვეულებრივ, განცალკევება ხდება დანარჩენთა საწინააღმდეგოდ მოძღვრების რომელიმე ელემენტის ხაზგასასმელად ან ოფიციალურ ეკლესიასთან დაპირისპირების შედეგად. სექტის ცნება ასახავს ეკლესიათა და რელიგიათა დაპირიპირებას განსხვავებული აზრის მქონე უმცირესობებთან, რომლებიც ერეტიკულად (ერესი) და უკანონოდ მიიჩნევა და რომლებიც, თავის მხრივ, ხშირად არ აღიარებენ მთავარი ორგანიზაციის ლეგიტიმურობას. XIX და XX საუკუნეებში სექტების ჩამოყალიბება გამოიწვია უთანხმოებამ მნიშვნელოვან თეოლოგიურ საკითხებზე, როგორებიცაა:
ა) პარუსიისა და მილენიუმის პრობლემა, ხშირად დაკავშირებული
ბ) ეკლესიის ჭეშმარიტი გაგების ძიებასთან, კერძოდ კი, დროთა აღსასრულის საკრებულოებთან (ადვენტისტები, იეჰოვას მოწმეები), ან
გ) საეკლესიო მსახურების პრობლემასთან (პალეოაპოსტოლური და ნეოაპოსტოლური მოძრაობანი, მორმონები);
დ) სული წმიდის ქმედითობის საკითხი, განსაკუთრებით პიროვნულ წმიდაყოფასა და ხსნასთან დაკავშირებით (ორმოცდაათიანელობა) და
ე) ქრისტეს ამქვეყნიური თუ იმქვეყნიური თვითგამოცხადების საკითხი (სპირიტისტული და ახალ გამოცხადებათა ჯგუფები).
ამგვარად, ეკლესიათა მიერ უყურადღებოდ დატოვებული ცალკეული ნაწილობრივი ჭეშმარიტებანი ხშირად ცალმხრივად ან სხვა უცხო ელემენტებთან შერწყმული აქცენტირდება სხვადასხვა ჯგუფების მიერ. რელიგიური თავისუფლების გავრცელების თანამდევი სექტათა თავისუფალი განვითარება ეკლესიისაგან მოითხოვს მკაფიო უარის თქმას ერეტიკოსთა წინააღმდეგ ბრძოლის ადრე გავრცელებულ მეთოდებზე და სამწყსო სტრატეგიის შემუშავებას, რომელიც რელიგიურ გეგმებთან ერთად სექტათა წარმოშობის კულტურულ და სოციალურ მიზეზებსაც გაითვალისწინებს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9