A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
სიბ სიმ სინ სიო სიტ სიქ სიღ სიყ სიწ სიხ

სიბრძნის წიგნი

It. Sapienza, libro della
ძველი აღთქმის ბოლო წიგნი, დაწერილი დაახლოებით ქრისტემდე პირველი საუკუნის შუაწლებში. ბერძნულ ტექსტში მოხსენიებულია, როგორც „სოლომონის სიბრძნე“, თუმცა ამგვარი განსაზღვრება აშკარად არასწორია. წარმოშობით ებრაელი ავტორი, რომელმაც წიგნი ბერძნულ ენაზე დაწერა, ეგვიპტის იუდეველთა დიასპორის წევრი იყო. წიგნი სამი ნაწილისაგან შედგება:
ა) ადამიანის ცხოვრებაში სიბრძნე მის მიმდევართათვის უკვდავებისაკენ გზამკვლევია, ხოლო მის უარმყოფელთათვის - დანაშაულთა მოწმე (სიბრძნ. 1:1-6:21);
ბ) მეორე ნაწილი ღმრთის სიბრძნის ქება-დიდებაა სოლომონის პირით, რასაც მოსდევს ამგვარი სიბრძნის ბოძების ლოცვა (სიბრძნ. 6:22-9:18);
გ) წიგნის მესამე ნაწილში ნაჩვენებია სიბრძნის ქმედება ხსნის ისტორიის ცალკეულ მომენტებში, განსაკუთრებით - განდევნის პერიოდში (სიბრძნ. 10-19). სიბრძნე კაცთმოყვარე სულია (სიბრძნ. 1:6) და ესწრაფვის ადამიანის ცხოვრებაში ჩართვას, რათა მას საბოლოო მიზნისკენ - ღმრთის სიახლოვეს ბედნიერი უკვდავებისაკენ წარუძღვეს. მაგრამ სიბრძნე თავის ამ მისიას ვერ ასრულებს, თუ ადამიანი თავად არ ეძიებს, ლოცვით არ მოუხმობს მას და არ უყვარს ის: სიბრძნე ღმრთის ნიჭია და მხოლოდ ღმერთს ძალუძს მისი ბოძება, თუმცა მისი მიღება ყველასათვის შესაძლებელია. წიგნის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი მისი უნივერსალისტური სულისკვეთებაა: ღმრთის სიბრძნე მხოლოდ ისრაელისათვის არაა განკუთვნილი, - ყველა ხალხია მოწოდებული, ეძიოს და გაითავისოს ის. აქ ავტორი ისტორიაში ღმრთის ხალხის დანიშნულებას წარმოგვიდგენს: ღმრთის ხალხი არის განგების საშუალება სამყაროში მისთვის ბოძებული სწავლებისა და ცხოვრებისეული ნორმის მნიშვნელობის მქონე განსაკუთრებული სიბრძნის გასავრცელებლად, რომელსაც რჯული ეწოდება (სიბრძნ. 18:4), რომელიც ადამიანებს ღმრთის მეგობრებად აქცევს და პატიოსანი ცხოვრების გზაზე მიუძღვის მათ.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9