A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
სიბ სიმ სინ სიო სიტ სიქ სიღ სიყ სიწ სიხ

სიმბოლო

Etym. ბერძ. sýmbolon „ნიშანი“ (ზმნიდან symbállein „ერთად მოთავსება“, „შეფარდება“), შემდეგ ლათ. symbolus
It. Simbolo
ანტიკურ საბერძნეთში ეს იყო ამოსაცნობი ან განმასხვავებელი ნიშანი, წარმოადგენდა „სამასპინძლო წიგნაკს“, რომელიც ორად იყოფოდა და მისი ერთი ნაწილი გადაეცემოდა სტუმარს ან საქმეში მონაწილე პარტნიორს შემდგომი შეხვედრისას მხარეებისთვის ერთმანეთის ცნობის გასაადვილებლად. თავისი ფორმიდან გამომდინარე, სიმბოლო ნიშანთა ზოგად კატეგორიას მიეკუთვნება. მართლაც, რადგანაც ის რაღაცას აღნიშნავს, მხოლოდ თავისთავად კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ თავისი მეშვეობით სხვა რამეზე მიანიშნებს. მინიშნებისა და მითითების ეს დამახასიათებელი თვისება ერთმანეთთან აკავშირებს გრძნობადი წარმოდგენისა და სულიერი მნიშვნელობის განზომილებებს. რელიგიური სიმბოლო, რომელიც იმყოფება იდუმალ რეალობაში, გრძნობად ფორმასა და ადამიანს შორის სივრცეში მდებარეობს. სიმბოლოსა და ტრანსცენდენტულს შორის დამოკიდებულება სხვადასხვაგვარად შეიძლება იქნას გააზრებული.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9