Etym. ლათ. სიტყვიდან contritio, რომელიც მომდინარეობს ზმნიდან contérere „დამსხვრევა, მოსპობა“ სინდისის ქენჯნისა და სინანულის შინაგანი გრძნობა, რომლითაც ღმრთისადმი სიყვარულით ამოძრავებული ცოდვილი ღმრთისთვის ცოდვათა პატიების სათხოვნელად ემზადება. ესაა სრულყოფილი სინანული, უპირისპირდება შენანებას – არასრულყოფილ სინანულს, რადგანაც ეს უკანასკნელი სასჯელის შიშზეა დაფუძნებული. ტრიდენტის კრებამ დააზუსტა სინანულის შემადგენელი სამი ელემენტი: სულის ტკივილი, ჩადენილი ცოდვის სიძულვილი და განზრახვა, აღარ შესცოდოს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4