A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
სიბ სიმ სინ სიო სიტ სიქ სიღ სიყ სიწ სიხ

სინდისის თავისუფლება

It. Libertà di coscienza
სინდისის თავისუფლება ადამიანის ძირეული უფლებაა. ამგვარად განიხილავს მას ახალი აღთქმა და იგივე იყო ასახული ეკლესიის პრაქტიკულ საქმიანობაში მისი არსებობის პირველი სამი საუკუნის განმავლობაში. თუმცა ეს მიდგომა მას შემდეგ შეიცვალა, რაც IV საუკუნის ბოლოს, იმპერატორ თევდოსის (379-395) დროს, ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. შუა საუკუნეთა ეკლესიაში ჭეშმარიტების ხისტი განმარტება და იდეალური ერთიანობის სასარგებლოდ ინდივიდუალური ღირსების უგულებელყოფა, სახარების საწინააღმდეგო შეუმწყნარებლობისა და სხვა სარწმუნოებათა მიმდევრების დევნის მიზეზად იქცა. ვითარება თანდათანობით გამოსწორდა ჰუმანიზმის ხანაში. ის გაძლიერდა პროტესტანტული რეფორმის გამოცდილების გათვალისწინებითა (სინდისის თავისუფლების ცნება პირველად ჩნდება 1648 წლის ვესტფალიის სამშვიდობო ხელშეკრულებაში) და, უმთავრესად, განმანათლებლობის ლიბერალური განწყობის წყალობით. ამის მიუხედავად, როგორც გრიგოლ XVI-მ ენციკლიკით Mirari vos (1831), ისე პიუს IX-მ დოკუმენტით Quanta cura (1864) მკაცრად დაგმეს სინდისის თავისუფლება. ეს იყო ერთგვარი რეაქცია თანამედროვე სამყაროსთან ადამიანის აზროვნების სულ უფრო მეტად მორგებასა და ქრისტიანთა შორის გავრცელებულ გულგრილობაზე რელიგიური საკითხებისადმი. ამ ტენდენციის შეცვლას საფუძველი დაუდო ლეონ XIII-ის ენციკლიკამ Immortale Dei (1885), თუმცა, ეკლესიის მოძღვრება მაინც გადამწყვეტ როლს ინარჩუნებდა ინდივიდუალური სინდისის განსჯის საკითხში. სინდისის თავისუფლების სრული პატივისცემა საბოლოოდ განამტკიცა ვატიკანის II კრებამ დეკლარაციით Dignitatis humanae.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9