It. Beneficio ecclesiastico 1917 წლის კოდექსის თანახმად, განსაზღვრულ დაწესებულებასთან არსებული ქონებრივი ერთეული, რომელსაც ევალებოდა ამ დაწესებულების ხელმძღვანელის უზრუნველყოფა. იტალიაში, საეკლესიო ორგანიზაციათა და ქონების შესახებ ნორმატივთა საფუძველზე (1985, 3 ივნისი, პარ. 21-24; 27-28), ბენეფიციუმები გაუქმდა და მათგან მიღებული ქონება სამღვდელოების შენახვის მიზნით საეპისკოპოსო დაწესებულებებს გადაეცა (CIC, კან. 1274, ნაწ. 1).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4