A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
სიბ სიმ სინ სიო სიტ სიქ სიღ სიყ სიწ სიხ

სინოდი

Etym. ბერძ. sýnodos (syn „ერთად“ + hodós „გზა“), შემდეგ ლათ. synodus „თავყრილობა“
It. Sinodo
სინოდი შეიძლება იყოს:
ა) საეპისკოპოსო: მსოფლიოს სხვადასხვა მხარის წარმომადგენელ ეპისკოპოსთა თავყრილობა, რომელიც გარკვეულ დროის პერიოდში ტარდება რომის პაპსა და ეპისკოპოსებს შორის მჭიდრო კავშირის ხელშეწყობისა და პაპისათვის რჩევების სახით დახმარების გაწევის მიზნით (CIC, კან. 342). ამგვარად, საეპისკოპოსო სინოდი უნდა განვიხილოთ, როგორც: – საკონსულტაციო ხასიათის ცენტრალური საეკლესიო ინსტიტუტი, რომელიც დაკავშირებულია ეკლესიის უნივერსალურ მართვასთან, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში გამოხატავს საყოველთაო ეკლესიის ყურადღებას ერთი ან რამდენიმე ცალკეული ეკლესიის მიმართ; – ეპისკოპოსთა წარმომადგენლობითი ორგანო, რამდენადაც ის კოლეგიური ზრუნვის გამოხატულება და საშუალებაა; – თავისი ბუნებიდან გამომდინარე, მუდმივი ორგანო, რადგანაც ის სტაბილურად და უწყვეტად არსებობს ეკლესიაში, თუმცა კი დროითი განზომილების თვალსაზრისით შეზღუდულია თავისი საქმიანობის აღსრულებაში. 342-ე კანონში განსაზღვრულია სინოდის არსებობისა და ქმედების და ორი ძირითადი მიზანი:
1) უპირველეს ყოვლისა, ხელი შეუწყოს (როგორც კოლეგიური ზრუნვის გამოხატულებას და, მაშასადამე, ყველა ეპისკოპოსის ზრუნვას ეკლესიის კეთილდღეობაზე), მჭიდრო კავშირს რომის პაპსა და ყველა ეპისკოპოსს შორის, სარწმუნოებით, გულმოწყალებითა და სამწყსო რუდუნებით; ამგვარი კავშირი ფართოვდება და მოიცავს, აგრეთვე, რელიგიურ ოჯახსაც;
2) დაეხმაროს რჩევით რომის პაპს მისი სამოციქულო მსახურების აღსრულებაში (CIC, კან. 334), სარწმუნოებისა და ზნეობის დაცვისა და განმტკიცების, საეკლესიო საქმიანობასთან დაკავშირებული დისციპლინის დაცვისა და კონსოლიდაციის, მაშასადამე, მსოფლიოში ეკლესიის საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლის მიზნით;
ბ) სადიოცეზო: განსაზღვრული დიოცეზის მღვდელმსახურთა და მორწმუნეთა თავყრილობა, რომლის მიზანია ეპისკოპოსისათვის დახმარების გაწევა კონკრეტული, ცალკეული ეკლესიის საკეთილდღეოდ (CIC, კან. 460). სადიოცეზო სინოდი მაშინ ტარდება, როდესაც ეპისკოპოსის მოსაზრების თანახმად და სამღვდელო საბჭოს რჩევით, მიზანშეწონილია მისი მოწვევა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9