A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
სიბ სიმ სინ სიო სიტ სიქ სიღ სიყ სიწ სიხ

სიქჰიზმი

Etym. სანსკ. sisya „მოწაფე“
It. Sikhismo
დაახლოებით XVI საუკუნის დასაწყისში, გურუ ნანაკის (1469-1539) ქადაგებათა საფუძველზე აღმოცენებული რელიგიური მოძრაობა, რომელიც ინდოეთის პანჯაბის რეგიონშია გავრცელებული. სინქჰიზმის ძირითადი დებულებებია: ერთადერთი ღმრთის რწმენა (ის უფორმოა, და ერთდროულად ტრანსცენდენტურიც და ყოველივეს იმანენტურიც), კასტათა გაუქმება და რელიგიური ერთიანობისაკენ სწრაფვა. 1899 წელს, მეათე გურუს, გოვინდ სიქჰის (1675-1708) მმართველობის პერიოდში მუსლიმთა მხრიდან მომავალი საფრთხის წინაშე, სიქჰები გაერთიანდნენ თანაძმობაში („ხალსა“, წმიდათა საკრებულო), რომელმაც ხელი შეუწყო მოძრაობის დამახასიათებელ ნიშანთა განმტკიცებას და დაეხმარა მათ, უკეთ დაეცვათ თავი. ტრადიციის თანახმად, მაშინ იქნა დამკვიდრებული „ხუთი კ“ (ფანჯ კაკე), რაც წარმოადგენს როგორც ქალების, ისე მამაკაცთა მოძრაობისადმი კუთვნილების ნიშნებს: კეს (გრძელი, შეუკრეჭავი თმა), კამღა (სავარცხელი), კირპან (ხანჯალი), კარა (ფოლადის სამკლავური), კაკხ (მუხლამდე სიგრძის შარვალი). ეს და სხვა წესები, მაგალითად, სახელებისათვის ნაწილაკის „სიქჰ“ („ლომი“) და „კაურ“ („დედოფალი“) დამატების წესი, სავარაუდოდ, იმ პერიოდში დამკვიდრდა. ყველაზე მაღალი ავტორიტეტი სიქჰების საღმრთო წიგნია „გურუ გრანათ საჰიბი“ ანუ „ადი გრანათჰი“, რომელიც მეხუთე გურუმ, არჯან სიქჰმა (1581-1606) შეადგინა, გოვინდ სიქჰმა კი „გურუ - წმიდა წერილად“ გამოაცხადა. ის შეიცავს სოტერიოლოგიურ მოძღვრებას და გურუთა ლოცვებს. სიქჰთა სასულიერო ცენტრია ამრიტსარი, სადაც ინახება წმიდა წიგნი, მოთავსებული ჰარიმანდირში, რომელიც დღეს „ოქროს ტაძრის“ სახელით არის ცნობილი. ამჟამად სიქჰები უმეტესად ცხოვრობენ ინდოეთში (პანჯაბი), სადაც მოსახლეობის 2 პროცენტს შეადგენენ (დაახლოებით 17 მილიონ ადამიანს). ინდოეთის ფარგლებს გარეთ არსებული სიქჰთა ყველაზე დიდი საკრებულო ინგლისშია და 250 000-მდე წევრს ითვლის.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9