A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
სიბ სიმ სინ სიო სიტ სიქ სიღ სიყ სიწ სიხ

სიყმაწვილის სახარება

It. Vangeli dell’infanzia
ასე ეწოდება მათესა და ლუკას სახარების საწყის თავებს (მათ. 1-2; ლუკ. 1-2), რომლებშიც იესოს დაბადება და პირადი ცხოვრებაა აღწერილი. მათე ძველი აღთქმიდან იღებს შთაგონებას იმის დასამტკიცებლად, რომ ის იესოში პოვებს თავის აღსრულებას. ლუკა კი ძველ აღთქმაში საზოგადო მსახურების წინმსწრებ ნიშნებს ხედავს. მათე იოსებს აძლევს უპირატესობას, ლუკა კი – მარიამს. ესაა არა იმდენად ბიოგრაფიული თხრობა, რამდენადაც თეოლოგიური და ქრისტოლოგიური განსჯა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9