A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
სიბ სიმ სინ სიო სიტ სიქ სიღ სიყ სიწ სიხ

სიწმიდე

It. Santità
L. sanctitas
ღმრთის ატრიბუტი, რომელიც აღნიშნავს მის ტრანსცენდენტულობას ყოველივე შექმნილისაგან და, მით უმეტეს, მის განცალკევებას ბოროტებისა და ცოდვისაგან. ბოროტების უარყოფისა და ღმრთის ბუნებაში თანამონაწილეობის სახით, მოეთხოვება ნებისმიერი სტატუსისა და წოდების მორწმუნეს, როგორც ქრისტიანული ცხოვრების სისრულე და გულმოწყალების სრულყოფა (შდრ. LG, 40): „იყავით სრულყოფილნი, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი“ (მათ. 5:48; შდრ. CCC, 2012). სიწმიდე არის აგრეთვე ეკლესიის დამახასიათებელი თვისება, რადგანაც ქრისტემ, ერთადერთმა წმიდამ, ის თავის სხეულად აქცია (LG, 39; შდრ. CCC, 823-829), თუმცა ეს არ ათავისუფლებს ეკლესიას მისდამი მინდობილთა ცოდვებისაგან.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9