A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
სიბ სიმ სინ სიო სიტ სიქ სიღ სიყ სიწ სიხ

სიწმიდეობა

Etym. გვიანლათ. puritas, სიტყვიდან purus „სუფთა“
It. Purità
სიწმიდეობა და მისი საპირისპირო ცნება – უწმიდურობა თითქმის ყველა რელიგიაშია ცნობილი. ბიბლია წმიდად მიიჩნევს ყოველივეს, რაც ღმერთთან აახლოვებს და ხელს უწყობს ღმრთისმსახურებას, უწმიდურად კი – ყოველივე იმას, რაც ღმრთისაგან აშორებს და მის კულტს ავნებს. ძველ აღთქმაში უწმიდურებად მიჩნეულია ცალკეული ცხოველები (ლევ. 11:1, შმდ.), გვამები, ყოველივე, რაც დაკავშირებულია კერპთაყვანისმცემლურ კულტებთან, სქესობრივ ცხოვრებასთან, კეთრი, წარმართებთან ურთიერთობა. კანონიერი სიწმიდეობის აღსადგენად, რომელიც სიმბოლურად განასახიერებდა ღმერთთან ურთიერთობისათვის აუცილებელ ზნეობრივ სიწმიდეობას, განწმედის წესები არსებობდა. ახალ აღთქმაში სიწმიდეობა გულისხმობს ახალ გულს (მათ. 5:8; 7:18, შმდ.), რომელიც შეიძლება მოიპოვო არა იმდენად განწმედის გარეგნული რიტუალების მეშვეობით, რამდენადაც ჭეშმარიტების მიმართ მორჩილებისა და გულმოწყალების გზით (1 პეტრ. 1:22).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9