A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
სკა სკე სკო

სკაპულარი

Etym. გვიანლათ. scapulare (სიტყვიდან scapula „ბეჭი“)
It. Scapolare
სამოწესეო ორდენთა წევრების სამოსლის ნაწილი: მხრებსა და მკერდზე გადმოფენილი ქსოვილის ფართო ზოლი. თავდაპირველად იყო ბენედიქტელ მონაზონთა სამუშაო ზედა სამოსი. მესამე ორდენისა და თანაძმობათა წევრი საერო პირები, აგრეთვე, ატარებენ სკაპულარს, რომელიც ერთმანეთთან ორი ზონარით დაკავშირებულ ორ მართკუთხა ქსოვილის ნაჭერს წარმოადგენს: მხრებსა და გულზე დაფენილი ეს ელემენტი ტანსაცმლის ქვეშ არის მოქცეული და უშუალოდ კანს ეხება. პაპმა პიუს X-მ ნება დართო საძმოთა წევრებს, სკაპულარის ნაცვლად, ეტარებინათ მედალიონი საღმრთო გამოსახულებით.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9