A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
სკა სკე სკო

სკაუტიზმი

Etym. ინგლ. scout „მაძიებელი“, „მზვერავი“
It. Scoutismo
საერთაშორისო ახალგაზრდული მოძრაობა, დაფუძნებული 1908 წელს ინგლისელი ოფიცრის, რობერტ ბადენ-პაუელის, მიერ. მოძრაობის ძირეული არსია გაერთიანებისა და თავგადასავლების ძიებისაკენ ყმაწვილთა ბუნებრივი მიდრეკილების აღმზრდელობითი მიზნებისთვის გამოყენება, „აქტიური, ლაღი და სასარგებლო მოქალაქეთა ჩამოყალიბების მიზნით“. ახალგაზრდათა სპონტანური გაერთიანების, თვითმმართველობის გამოცდილების, ბუნებასთან უშუალო კონტაქტისა და აქტიური ცხოვრების სტილის მეშვეობით ხდება ხასიათის ჩამოყალიბება, ფიზიკურ-ჰიგიენური აღზრდა, ფიზიკური შრომისა და მოყვასის დახმარების ჩვევათა გამომუშავება. სკაუტები ასაკის მიხედვით ჯგუფდებიან: „მგლის ბოკვრები“ (8-11), „მაძიებლები“ (12-17), „მოხეტიალენი“ (18-25). იტალიაში სკაუტიზმის ორი ფორმაა გავრცელებული: კარლო კოლომბოს მიერ 1912 წელს დაარსებული აკონფესიური ასოციაცია „ახალგაზრდა იტალიელ მაძიებელთა ეროვნული კორპუსი“ (CNGEI) და 1916 წელს დაარსებული კათოლიკური „იტალიის სკაუტისტთა კათოლიკური ასოციაცია“ (ASCI). ეს უკანასკნელი 1975 წლიდან იწოდება „იტალიელ კათოლიკე მეგზურთა და სკაუტთა ასოციაციად“ (AGESCI), აქვს იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენციის (CEI) მიერ მოწონებული წესდება, რომელიც სკაუტიზმის ყველა არსებით ღირებულებას მოიცავს. კათოლიკური სკაუტიზმი აყალიბებს „ადამიანის ტიპს“, რომელსაც, როგორც ღმრთის ნიჭი, თავის თავში აქვს განვითარების შესაძლებლობა, შექმნისა და შენების უნარი; ის გახსნილია სხვა ადამიანის, სამყაროს, ტრანსცედენტულის მიმართ, თავისუფალია თავის განვითარებაში, რომელიც ერთგვარი „თამაშის“ სახით ვითარდება ბუნებასთან, სხვა ადამიანებთან და ღმერთთან მუდმივ შეხვედრებში, და პასუხისმგებელია მასზე.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9