A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
სკა სკე სკო

სკოტიზმი

It. Scotismo
ფილოსოფიური დოქტრინა, როელიც ფრანცისკელი იოანე დუნს სკოტის (†1308, კიოლნი) ნააზრევიდან იღებს დასაბამს. სქოლასტიკის ხანის ყველაზე თვალსაჩინო მოაზროვნე (ისტორიაში ის doctor subtilis-ის სახელითაა ცნობილი), სკოტი პარიზისა და ოქსფორდის უნივერსიტეტებში ასწავლიდა. დომინიკელი თომა აკვინელისა (†1274) და ყოფნის არისტოტელესეული მეტაფიზიკის (ღმერთი = უზენაესი ყოფნა = უზენაესი სიკეთე) საწინააღმდეგოდ, სკოტმა ხაზი გაუსვა ღმრთის განსაზღვრების შეუძლებლობას (ღმერთი = უზენაესი ნება), რომელიც უფრო სიყვარულის მეშვეობით შეიცნობა. სკოტი, აგრეთვე, ამტკიცებს ნების დამოუკიდებლობას გონების მითითებებთან მიმართებაში; არსების ცნების ერთმნიშვნელოვანებას; ინდივიდუაციის პრინციპის არსებობას ფორმაში და არა მატერიაში.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9