A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
სნე

სნეულთა ზეთის ცხება

It. Unzione degli infermi
შვიდ საიდუმლოთაგან ერთ-ერთი. მოციქული იაკობი აცხადებს: „არის თქვენს შორის ვინმე ავად? მოიხმოს ეკლესიის ხუცესნი და ილოცონ მათზე და სცხონ ზეთი უფლის სახელით. რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს. უფალი წამოაყენებს მას და, თუ რამე ცოდვები ჩაუდენია, მიეტევება“ (იაკ. 5:14-15). სნეულთა ზეთის ცხების საიდუმლო მიზნად ისახავს განსაკუთრებული მადლის მინიჭებას ქრისტიანისათვის, რომელიც მძიმე დაავადებასთან ან სიბერესთან დაკავშირებულ სირთულეებს განიცდის. ზეთის ცხების მიღების შესაფერისი დრო მაშინ დგება, როცა სნეულების თუ ხანდაზმულობის გამო მორწმუნე სიკვდილის მოახლოების საფრთხის წინაშე დგას. ქრისტიანს მძიმედ დასნეულების ყოველ ჯერზე შეუძლია ამ საიდუმლოს მიღება. ეს მაშინაცაა დასაშვები, თუ ზეთის ცხების მიღების შემდეგ მორწმუნის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. სნეულთა ცხების საიდუმლოს აღსრულება მხოლოდ სამღვდელო პირებს (მღვდლებსა და ეპისკოპოსებს) შეუძლიათ. საიდუმლოს აღსრულებისას ეპისკოპოსის ან თვით საიდუმლოს აღმსრულებლის მიერ ნაკურთხი ზეთი გამოიყენება. ამ საიდუმლოს აღსრულების მთავარი ნიშანია სნეულის შუბლისა და ხელის მტევნების (რომაულ წესში), ან სხეულის სხვა ნაწილების (აღმოსავლეთში) ცხება, მღვდლის ლოცვის თანხლებით. ამ საიდუმლოს განსაკუთრებული მადლის შედეგებია: სნეულის დაკავშირება ქრისტეს ვნებასთან მისი და მთელი ეკლესიის სასიკეთოდ; ნუგეში, სიმშვიდე და სიმხნევე სნეულების ან ხანდაზმულობის ტანჯვათა ქრისტიანულად გადასატანად; ცოდვათა მიტევება, თუ სნეულმა ვერ შეძლო მისი მიღება მონანიების საიდუმლოს მეშვეობით; ჯანმრთელობის აღდგენა, თუ ეს სულიერ ხსნას უწყობს ხელს; მარადიულ სიცოცხლეში შესვლისათვის მომზადება.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9