A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
სომ სოტ სოფ სოც

სომასკელნი

It. Somaschi/e
L’Ordo Clericorum Regularium a Somasca, ანუ Compagnia dei servi dei poveri. 1528 წელს, ვენეციელი საერო პირის, იერონიმე მიანის (Hieronymus Aemiliani, †1537, კანონიზებულია 1767) მიერ დაარსებული კონგრეგაცია, რომელმაც მოგვიანებით სახელწოდება წარმოშობის ადგილის სახელის მიხედვით (ბერგამოს მახლობლად მდებარე პატარა ქალაქი სომასკა) მიიღო. 1540 წელს პავლე III-მ კონგრეგაცია რეგულარულ სამღვდელოთა საკრებულოს სახით მოიწონა, 1568 წელს კი, პიუს V-მ ავგუსტინესეული წესდების მქონე მეორე ორდენად დააწინაურა. თავიანთი დამფუძნებლის მსგავსად, ორდენის წევრები ობოლთა და ღარიბთა აღზრდასა და განათლებას უწყობენ ხელს, ამავე დროს, ეხმარებიან სნეულებს და მონაწილეობენ სამრევლო სამწყსო საქმიანობაში. კონგრეგაციას, რომლის წევრობა საერო პირთათვისაც არის შესაძლებელი, XIX საუკუნეში ჰქონდა აღმავლობის პერიოდი, როდესაც მათი განყოფილებები ცენტრალურ ამერიკასა და შეერთებულ შტატებშიც გაიხსნა. ორდენის ქალთა შტო 1680 წელს გენუაში დაარსდა, მისი წევრები მოზარდთა, განსაკუთრებით კი, – ღარიბთა და ობოლთა, აღზრდით არიან დაკავებულნი.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9