A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
სომ სოტ სოფ სოც

სომხური ეკლესია

It. Chiesa Armena
ქრისტიანული ეკლესია, დაარსებული სომხეთში III-IV საუკუნეთა მიჯნაზე წმიდა გრიგოლ განმანათლებლის მიერ (რის გამოც ამ ეკლესიას, აგრეთვე, „გრიგორიანულიც“ ეწოდება). მალე ის იქცა სომეხი ხალხისა და სომხური სახელმწიფოს ეკლესიად. კათოლიკოსად წოდებული სომხური ეკლესიის მეთაური თავდაპირველად კესარიის მეტროპოლიტის მიერ იკურთხებოდა. 387 წელს რომის იმპერიისა და სპარსეთის მიერ განაწილებული სომხეთი კონსტანტინოპოლის გავლენის ქვეშ მოექცა. კათოლიკოს აბრამ I-ის მმართველობისას სომხურმა ეკლესიამ მონოფიზიტობა გაიზიარა და გაწყვიტა ურთიერთობა ქალკედონურ ეკლესიებთან. ფლორენციის კრების შემდეგ (1439) კვალავ აღდგა ერთობა კათოლიკე ეკლესიასთან, თუმცა ეს ერთობა არ მიიღო ყველამ. ყოველ შემთხვევაში, სომხური საკრებულო საკუთარი სარწმუნოების ერთგული დარჩა და შეეწინააღმდეგა ჯერ თურქულ ზეწოლას, შემდეგ კი – კომუნისტური რეჟიმის მიერ დევნას.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9