A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ბა ბე ბზ ბი ბო ბრ ბუ
ბეა ბეგ ბემ ბენ ბერ ბეჭ

ბერი (სტარეცი)

Etym. რუსულად „სტარეცი“ — „ბერი“, „უფროსი კაცი“
It. Starez
რუსული სამონასტრო ცხოვრებისათვის დამახასიათებელი ფიგურა. ასე ეწოდება ასაკოვან მონაზონ კაცს, რომელსაც ხანგრძლივი წვრთნისა და თვითაღზრდის შედეგად გამომუშავებული აქვს ასკეტიზმისა და მორჩილების ჩვევები. მას უნარი შესწევს, სულიერად დამოძღვროს სხვა მონაზვნები და საერონი და სულიერი ხელმძღვანელის როლი შეასრულოს. არ აქვს რამე ოფიციალური თანამდებობა, ცხოვრობს განცლკევებულად, როგორც განდეგილი, ან მონასტერში და მისი გავლენა მის პიროვნებაზეა დამოკიდებული. მას ნებაყოფლობით მიმართავენ. მისი მოწაფე უარს ამბობს საკუთარ ნებაზე და უპირობოდ მიჰყვება ბერს, ზოგჯერ მის ცხოვრების წესსაც ბაძავს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9