A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
სომ სოტ სოფ სოც

სოცინელობა

It. Socinianesimo
XVI საუკუნის პროტესტანტული თეოლოგიური მიმდინარეობა, რომლის სახელწოდებაც უკავშირდება ჰუმანისტ ლელიუს სოცინისა (სოცინუსი, †1562 წელს ციურიხში) და მისი ნათესავის – სიენელი ფაუსტო სოცინის (†1605 პოლონეთში) სახელებს. სოცინელობა სამების მოწინააღმდეგე მოძრაობათა რიცხვს მიეკუთვნება; ღმრთის ერთიანობის იდეის მტკიცე მხარდაჭერის თვალსაზრისით ის შეიძლება დავუკავშიროთ უნიტარელთა (პოლონელ ძმათა) მოძრაობას. ამ მიზეზით მათ არიანელობის ბრალდება წაუყენეს, რის შედეგადაც, Codex Theodosianus-ის, ანუ 380 წლის იმპერატორის ედიქტის, თანახმად, სოცინელნი საიმპერატორო კანონმდებლობის მხრიდანაც (1658 წლის ვარშავის დეკრეტი) იდევნებოდნენ. დევნისაგან თავის დასაღწევად მათ ბალტიის ქვეყნებს და, უმთავრესად, ნიდერლანდებსა და ინგლისს მიაშურეს, საიდანაც ჩრდილოეთ ამერიკაში გადავიდნენ. მათი სარწმუნოების აღსარება გადმოცემულია რაკოვის კატეხიზმოში (1605-1609).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9