A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
სპი

სპირიტიზმი

Etym. სიტყვიდან spirito + ბოლოსართი ისმო
It. Spiritismo
სპირიტიზმი აერთიანებს საკმაოდ განსხვავებულ თეორიებსა და პრაქტიკულ მეთოდებს, დაფუძნებულთ საერთო რწმენაზე, რომ ადამიანის განსაზღვრული ასპექტი (სამშვინველი, ან სული) ფიზიკური სიკვდილის შემდეგაც განაგრძობს არსებობას არაამქვეყნიურ სამყაროში, ხოლო ცოცხლებს გარდაცვლილებთან კონტაქტში შესვლა შეუძლიათ (ან პირიქით). ყველაზე გავრცელებული სპირიტისტული პრაქტიკაა სპირიტუალური სეანსი. (მრგვალი) მაგიდის გარშემო მსხდომი სეანსის მონაწილეები გაშლილი ხელის თითებისა და გადაჯვარედინებული ფეხების მეშვეობით „ჯაჭვს“ ქმნიან. ამგვარ სეანსებში მონაწილეობის სავარაუდო მიზანია მძიმე მდგომარეობაში (გლოვა) ნუგეშის ძიება; სხეულისა და სულის განკურნების სურვილი, იმქვეყნიური სამყაროს მიმართ ცნობისმოყვარეობა; მედიუმის დახმარებით ცხოვრებასა და რწმენაში შეხიდების ძიება. მიუხედავად იმისა, რომ სპირიტიზმის თემაზე მრავალფეროვანი ლიტერატურა არსებობს, ცოცხლებსა და გარდაცვლილებს შორის კონტაქტის არსებობის დამადასტურებელი დამაჯერებელი საბუთები არ მოიპოვება. ამიტომაც ქრისტიანული თვალსაზრისით, სპირიტისტული პრაქტიკა დასაგმობია. გაუგებარი წარმოშობის „მეცნიერებას“ დაწაფებული სპირიტიზმი სარწმუნოების ბიბლიურ საფუძვლებს აყენებს ზიანს, განსაკუთრებით, მკვდრეთით აღდგომის იმედის საკითხთან დამოკიდებულებაში. დაბოლოს, ამგვარი პრაქტიკა უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის სულსა და გონებაზე: ამ დასკვნას სპირიტიზმის მრავალი მიმდევრის დაკვირვება ადასტურებს, რის გამოც ამ პრაქტიკას თავი უნდა ავარიდოთ.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9