A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
სპი

სპირიტუალები

Etym. ლათ. სპირიტუალის (სიტყვიდან სპირიტუს)
It. Spirituali
სპირიტუალებს – „სულიერ ადამიანებს“ (შდრ. 1 კორ. 2:12, შმდ.) XIII საუკუნეში ფრანცისკელებს უწოდებდნენ, რომლებიც სიღატაკის საკითხზე დავის პროცესში სიღატაკის იდეალის ნებისმიერი შემსუბუქების წინააღმდეგ გამოდიოდნენ და ეწინააღმდეგებოდნენ ორდენის მიერ საკუთრების ფლობას. ფრანცისკელები თავს მიიჩნევდნენ უკანასკნელი ჟამის მონაზონთა ეკლესიის წინამორბედებად, რომელსაც, იოაკიმე ფიორელის ესქატოლოგიის თანახმად, მხოლოდ სული წმიდა განაგებდა. მათმა წარმომადგენელმა, გერარდო ბორგომ სან დონინოდან (პარიზი), 1254 წელს დაწერილ წიგნში Liber Introductoriu in Evangelium aeternum (შდრ. გამოცხ. 14:6) ცისტერციელი აბატის, იოაკიმე ფიორელის (†1201/1202) ნაწერები გაათანამედროვა და „სულის ჟამის“ წინასწარმეტყველების განხორციელება 1260 წლისათვის გამოაცხადა. მისი ვარაუდით, ამავე წელს უნდა მოღებოდა ბოლო პაპის ეკლესიას (როგორც „ძის მეფობას“ და მღვდელმსახურთა ბატონობას, რომელიც მოსდევდა მანამდე არსებულ „მამის მეფობას“, ანუ მეფეთა და საეროთა ბატონობას). მიუხედავად იმისა, რომ 1255 წელს ჯერარდო გაასამართლეს და ერთ-ერთ მონასტერში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, იოაკიმელთა მოძრაობამ მაინც გააგრძელა განვითარება. თუმცა ტერმინი „სპირიტუალები“ მათი მოწინააღმდეგეების წყალობით დამკვიდრდა, რომლებიც ამ დამამცირებელი საერთო სახელით მოიხსენიებდნენ ყველა ფრანცისკელს, მათი სხვადასხვა ჯგუფის ერთმანეთისაგან განურჩევლად.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9