Etym. ინგლ. spiritual (song) „სასულიერო (სიმღერა)“ აფროამერიკული რელიგიური გალობა, აფრიკიდან წამოყვანილი მონების ქრისტიანობასთან შეხვედრის ნაყოფი (XVIII ს.). ბიბლიით შთაგონებული ტექსტები გამოხატავენ ჩაგრული ხალხის ტანჯვასა და მწუხარებას, რასაც ერთვის განთავისუფლებისა და მონობისაგან თავის დახსნის იმედი.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4