A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
სტა სტი სტო

სტაროვერები

It. Vecchi credenti
(რუსულად „სტაროვერი“ („ძველი სარწმუნოების მიმდევარი“) ან „სტაროობრიადცი“ („ძველი წესის მიმდევარი“) რუსი საეკლესიო და საერო პირები, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწიეს 1653 წელს პატრიარქ ნიკონის მიერ შემოღებულ, ბერძნულ მართლმადიდებლურ ლიტურგიაზე დაფუძნებულ რეფორმებს. ამ წინააღმდეგობის შედეგი იყო დიდი სქიზმა („რასკოლ“) და შუა საუკუნეთა მრავალი ტრადიციის დაკარგვა რუსულ ეკლესიაში. რუსული ეკლესიის მიერ გაჩაღებულმა დევნამ გააღვივა სახელმწიფოს მიმართ მტრული განწყობა და ხელი შეუწყო სამყაროს აპოკალიფსური ხედვების გავრცელებას, რომელთა არსიც სახელმწიფოსა და ეკლესიის უარყოფა იყო. თვით პატრიარქი ნიკონი ანტიქრისტეს მეფობის ინიციატორად იქნა წარმოჩენილი. მოგვიანებით სტაროვერები ფრაქციებად დაიყვნენ და მხოლოდ 1952 წელს შედგა მორიგების კრება, რომელმაც სხვადასხვა ჯგუფები ერთმანეთთან დააზავა. 1960 წელს მოსკოვში მყოფ მთავარეპისკოპოსს ექვემდებარებოდა ძველი წესების მიმდევარი 300 საკრებულო, სადაც 200 მღვდელი მსახურობდა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9