A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
სუბ სუდ სუკ სულ სუნ სურ სუფ

სუდარა

Etym. ბერძ. sindón „სელის ქსოვილი“
It. Sindone
აღნიშნავს დაკრძალვისათვის განკუთვნილ „ზეწარს“, რომელშიც, როგორც ქრისტიანული ტრადიცია მიიჩნევს, შეხვეული იყო იესო ქრისტე ჯვრიდან გარდამოხსნის შემდეგ (შდრ. მარკ. 15:46). ევროპაში აღმოსავლეთიდან, შესაძლოა, ტამპლიერთა მიერ, ჩატანილი სუდარა 1353-1356 წლებში საფრანგეთში, ქალაქ ლირეიში ინახებოდა. ამ თარიღიდან იწყება სუდარის ზუსტი და დასაბუთებული ისტორია. შემდეგ ის ჩემბერიში ჩაიტანეს, 1578 წელს კი - ტურინში, სადაც დღემდე ინახება სააკათედრო ტაძარში და პერიოდულად იფინება სათაყვანებლად. სუდარის მიმართ ამჟამინდელი დიდი მოწიწება და თაყვანისცემა XIX საუკუნის დასაწყისიდან გავრცელდა. სუდარა პირველად 1898 წელს გადაიღეს ფოტოფირზე, რომლის ანალიზმა აჩვენა, რომ ქსოვილი ერთგვარ ფოტოგრაფიულ ნეგატივს წარმოადგენდა, რომელზეც მკაფიოდ აისახა ნაცემი და ჯვარცმული მამაკაცის სხეულის მოყვანილობა. 1982 წელს სავოის ყოფილმა მეფემ, უმბერტო II-მ სუდარა პაპ იოანე პავლე II-ს უანდერძა. ტურინის მთავარეპისკოპოსის, კარდინალ ბალესტრეროს ინიციატივით ბოლოხანს ჩატარებული კვლევის შედეგად არ დადასტურდა სუდარის ავთენტიკურობა, თუმცა კვლევის მეთოდებმა და მისმა შედეგებმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9