A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ბა ბე ბზ ბი ბო ბრ ბუ
ბეა ბეგ ბემ ბენ ბერ ბეჭ

ბეჭედი

Etym. ლათ. anellus, კნინობითი ფორმა სიტყვისა anus „წრე“
It. Anello
კავშირისა და ერთგულების სიმბოლო, რომელსაც ერთმანეთს უცვლიან მეუღლეები ქორწინების საიდუმლოს აღსრულებისას. როგორც ძალაუფლებისა და ღირსების ნიშანს, ბეჭედს ატარებენ პრელატები. სავარაუდოდ, თავდაპირველად ეპისკოპოსებს ის ოფიციალურ დოკუმენტებზე ბეჭდის დასასმელად ჰქონდათ. შემდგომში ის საეპისკოპოსო რეგალიად იქცა; ეპისკოპოსი მას მარჯვენა ხელის არათითზე ატარებს. ბეჭედი მას ეპისკოპოსად კურთხევის დროს, საეპისკოპოსო კვერთხის გადაცემამდე ეძლევა. ბეჭედს ატარებენ, აგრეთვე, მოწესე ქალები მარცხენა ხელის არათითზე ქრისტესთან მათი კავშირის აღსანიშნავად. მებადურის ბეჭედი ეწოდება ბეჭედს, რომლითაც პაპი დოკუმენტებზე სვამს ბეჭედს. მასზე ამოტვიფრულია პონტიფექსის სახელი და წმიდა პეტრეს გამოსახულება, რომელიც ბადეს ისვრის წყალში. პაპის გარდაცვალების შემდეგ ის ნადგურდება. ამ ბეჭდის შესახებ ცნობები დაახლოებით XIII საუკუნიდან არსებობს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9