აღდგომის წინა კვირადღე. აღნიშნავს ქრისტეს საზეიმო შესვლას იერუსალემში მის ვნებამდე რამდენიმე დღით ადრე (იოან. 12:12-13). დღესასწაული VII საუკუნიდან იღებს დასაბამს. ლიტურგიაში სამი მომენტია გათვალისწინებული: პალმის ან ზეთისხილის რტოთა კურთხევა ეკლესიის გარეთ და მთელი საკრებულოს მონაწილეობა ლიტანიაში; ვნების საკითხავის კითხვა; ევქარისტიული მსახურება. იოანე პავლე II-ის თაოსნობით, ბზობის კვირადღეს დაიწყო ახალგაზრდობის მსოფლიო დღის აღნიშვნა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4