A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
სუბ სუდ სუკ სულ სუნ სურ სუფ

სულიერება

It. Spiritualità
L. spiritualitas
ტერმინი აღნიშნავს როგორც სულიერ ღირებულებათა მიმართ მგრძნობიარობას, ისე რელიგიის ან ცალკეული რელიგიური ჯგუფისათვის დამახასიათებელ კონცეფციებსა და წესებს (მაგალითად, ბუდჰისტური სულიერება, ფრანცისკული სულიერება). თეოლოგიაში ტერმინი მიემართება მის იმ ნაწილს, რომელიც ღმრთაებრივი გამოცხადების ჭეშმარიტებიდან და ცალკეული ადამიანების რელიგიური გამოცდილებიდან მომდინარეობს, განსაზღვრავს ზებუნებრივი ცხოვრების ბუნებას, აყალიბებს საკუთარი თავის ზრდისა და განვითარებისათვის საჭირო მითითებებს და განმარტავს პროცესებს, რომელთა მეშვეობითაც ადამიანთა სულები გადიან გზას სულიერი ცხოვრების დასაწყისიდან მის სრულყოფამდე.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9