A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
სუბ სუდ სუკ სულ სუნ სურ სუფ

სულის განახლების ჯგუფები

It. Rinnovamento dello Spirito, gruppi del
კათოლიკური ჯგუფები, რომლებიც ეყრდნობიან იერუსალემის სერობაზე (საქმ. 2:1- 13) მიღებულ სული წმიდის გადმოსვლის პირველ ქრისტიანულ გამოცდილებას და საგანგებო ყურადღებას მიაპყრობენ მონათლული ადამიანის მზადყოფნას, ღმრთის სასუფევლის შენებაში მიენდოს უფალს, მისი სული წმიდის გავლენით, რომელიც თავის ქარიზმათა მეშვეობით ეკლესიაში განსხვავებული მსახურების აღსრულების უნარს ანიჭებს ადამიანს. ეს ჯგუფები „სული წმიდის გამოსვლაზე“ საუბრობენ, რომელიც არაფერს შეჰმატებს უკვე მიღებულ წყლით ნათლისღებას, მაგრამ ხელს უწყობს მონათლული ადამიანის თანამშრომლობას სული წმიდის ქმედებებთან მისი განმაახლებელი ძალის მაქსიმალურად განვრცობის მიზნით. განახლება „ქარიზმატულად“ მოიხსენიება, რადგანაც ის ქარიზმებთან მკაფიო კავშირშია. „სული წმიდის გამოსვლის“ აღსაქმელ შედეგთა შორისაა უცხო ენებზე საუბრის, წინასწარმეტყველების, განკურნების, სულთა გარჩევის ქარიზმები. ამგვარი ქარიზმატული განახლების შედეგებია ლოცვით (როგორც პიროვნული, ისე ერთობლივი) ნასაზრდოები ცხოვრება, ბიბლიის ყოველდღიური კითხვა, მონანიებისა და ევქარისტიის საიდუმლოთა სათანადო დაფასება, ეკლესიის ერთგულება და ეკუმენური განზომილება. მნიშვნელოვანია, აგრეთვე, თაყვანისცემა ქალწული მარიამის მიმართ, რომელიც ქარიზმატიკოსის უდიდესი მაგალითია, რადგან მთელი მისი ცხოვრება სული წმიდის ძალის გამოვლინება იყო, რომელმაც მასში დიადი საქმენი განახორციელა (ლუკ. 1:49).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9