A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
სუბ სუდ სუკ სულ სუნ სურ სუფ

სულპისიელნი

It. Sulpiziani
საერო მღვდელთა კონგრეგაცია, რომლის წევრებიც არ დებენ აღთქმებს. დაარსდა პარიზის სენ-სულპისის ორატორიელი ჟან-ჟაკ ოლიეს მიერ (1608-1657), ფრანგული სამღვდელოების პიერ ბერულის მიერ წამოწყებული რეფორმის ფარგლებში. კონგრეგაციის წევრები უმთავრესად სემინარიებში სასულიეროთა აღზრდას უთმობენ დროს (პარიზის სენ-სულპისის სემინარია მრავალი სხვა სემინარიისთვის იქცა მაგალითად), განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებენ ევქარისტიულ თაყვანისცემას და მარიამის კულტს. საფრანგეთის რევოლუციის დროს კონგრეგაცია გაუქმდა, მაგრამ ხელახლა იქნა აღდგენილი 1801 წლიდან და საფრანგეთის საზღვრებს გარეთაც გავრცელდა, განსაკუთრებით - კანადასა (მონრეალი, 1642) და ჩრდილოეთ ამერიკაში, უფრო მოგვიანებით კი - აზიაშიც.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9