A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
სუბ სუდ სუკ სულ სუნ სურ სუფ

სუფიზმი

Etym. არაბ. suf „შალი“
It. Sufismo
ისლამური მისტიკური მიმდინარეობა (სახელწოდება მომდინარეობს აქლემის ბეწვის სამოსიდან, რომელსაც პირველი ასკეტები ატარებდნენ). სუფიზმის მთავარი არსია ღმრთის აბსოლუტური ერთადერთობა, რომელიც არა მხოლოდ სამყაროს ერთადერთი შემოქმედი და შემნარჩუნებელია, არამედ არის ერთადერთი არსება, რომელიც რეალურად არებობს და იგი წმიდა სიყვარულით უნდა შევიყვაროთ მხოლოდ იმისათვის, რომ იგი არსებობს. საუკუნეთა განმავლობაში სუფიზმის მიმდევარი იყო მრავალი გამოჩენილი პიროვნება (მათ შორისაა ალ-ღაზალი, 1058-1111), მის გავრცელებას კი ხელს უწყობდნენ აგრეთვე დერვიშთა ორდენების წევრები. მიმდინარეობის წიაღში შეიქმნა მრავალი ლიტერატურული ნაწარმოები აბსოლუტური სიყვარულის თემაზე.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9