A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ბა ბე ბზ ბი ბო ბრ ბუ
ბიბ ბიზ ბიკ ბილ ბინ

ბიბლიის კომენტარი

It. Commentario biblico
ბიბლიის ვრცელი და სწავლული კომენტარი. განსხვავდება ბიბლიური კატენებისაგან უფრო ერთგვაროვანი და უკეთ ჩამოყალიბებული გადმოცემით. აღმოსავლეთში ბიბლიის კომენტარები დაწერეს ორიგენემ (III ს.), ეკუმენემ (VII ს.), წმიდა იოანე დამასკელმა (VIII ს.), ფოტიუსმა (IX ს.) და ა.შ. დასავლეთში ცნობილია წმიდა ისიდორე სევილიელისა (VII ს.) და ღირსი წმიდა ბედას (VIII ს.) კომენტარები. თანამედროვე ხანაში ბიბლიური ეგზეგეზის განვითარებასთან ერთად ბიბლიის მაღალხარისხოვანი მრავალი კომენტარი შეიქმნა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9