A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
სქი სქო

სქიზმა

Etym. ბერძ. skhísma (ზმნიდან skhízein „დაყოფა“)
It. Scisma
აღნიშნავს კათოლიკური ერთიანობის ნებისმიერ დარღვევას. კანონიკური სამართლის თანახმად, ესაა „უმაღლესი პონტიფექსისადმი დამორჩილებაზე ან მისადმი დაქვემდებარებული ეკლესიის წევრებთან თანაზიარებაზე უარის თქმა“ (CIC, კან. 751). ის განსხვავდება როგორც ერესისაგან (რწმენის რომელიმე ჭეშმარიტების ჯიუტი უარყოფა), ისე აპოსტაზიისაგან (ქრისტიანული რწმენის სრული უარყოფა). ეკლესიის ისტორიაში არაერთი სქიზმაა ცნობილი. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა აღმოსავლეთის სქიზმა (1054), რომელმაც დასავლეთისა და აღმოსავლეთის (მართლმადიდებელი, ბიზანტიური) ეკლესია დააშორა ერთმანეთს. ამ სქიზმას დღემდე არ დაუკარგავს ძალა, მიუხედავად იმისა, რომ ვატიკანის II კრების ინიციატივით დაწყებული ეკუმენური მოძრაობისა და ორივე მხრიდან განკვეთის გაუქმების (1965) წყალობით, ეკლესიათა შორის ურთიერთობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9