Etym. ლათ. tabernaculum (სიტყვიდან taberna „ხის ფარდული“) პატარა სამლოცველო ან დახურული კოლოფი, მოთავსებული საკურთხევლის ცენტრში ან ეკლესიის სხვა გამოსაჩენ ადგილას, სადაც ნაკურთხი ჰოსტია ინახება. ებრაელები ამ სიტყვით ანიშნავდნენ კარავს (მოძრავ სალოცავს), სადაც უდაბნოში დაცული იყო კიდობანი, მოგვიანებით კი ტაძრის იმ ნაწილს, სადაც კიდობანმა დაიმკვიდრა ადგილი.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4