A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ტა ტე ტი ტო ტრ ტუ
ტაბ ტალ ტამ ტან ტაძ ტახ

ტანტრიზმი

Etym. სანსკ. tantra „სიუჟეტი“, „ტექსტი“
It. Tantrismo
ერთ-ერთი ძირითადი მიმდინარეობა ინდურ რელიგიათა შორის. დიდი გავლენა იქონია ინდოეთის ყველა ფილოსოფიური სისტემისა და რელიგიური კულტის ჩამოყალიბებაზე. ამკვიდრებს რეალობის „საკრამენტულ“ ხედვას: ყოველი ნივთიერი, მშვინვიერი და სულიერი ფენომენი იქცევა ღმრთაებრივი რეალობის სიმბოლოდ და, მაშასადამე, ხსნის საშუალებად, რომლის წვდომაც რიტუალებისა და იოგას საშუალებითაა შესაძლებელი. ჰინდუიზმში ტანტრიზმი ეყრდნობა ტანტრას წმიდა ტექსტებს და შაქტის, დინამიკური ქალური ენერგეტიკული საწყისის, კულტს. შაქტი მეუღლეა შივასი, რომელიც განასახიერებს მამაკაცურ სულიერ სტატიკურ საწყისს, საიდანაც მომდინარეობს რეალობის, როგორც აბსოლუტური არსებულის, აღქმა. ბუდჰიზმში კი ტანტრიზმი, როგორც აბსოლუტური საწყისი, არსებობის სიცარიელეს სთავაზობს მორწმუნეს და უბიძგებს მას, სიყვარულითა და თავდადებით დაეხმაროს ყველა ცოცხალ არსებას გათავისუფლებისაკენ მიმავალ გზაზე.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9