Etym. ლათ. tutior „უფრო სარწმუნო“ ზნეობრივი სისტემა, რომელიც სხვადასხვა ალტერნატივათა შორის უფრო სარწმუნო გადაწყვეტის მიმათითებელი გზის არჩევას მოითხოვს. ეს სისტემა გამოიყენება ყველა იმ ვითარებაში, როდესაც უეჭველ უფლებათა დაცვაზეა საუბარი. შეიძლება იყოს აბსოლუტური, როცა მიიჩნევა, რომ კანონის არსებობის მინიმალური ალბათობაც კი საკმარისია იმისათვის, რათა ამ კანონის დაცვა სავალდებულო გახდეს; ან შერბილებული, როცა მიიჩნევა, რომ ცნობიერება მუდამ უნდა მიესადაგოს სავარაუდო მოსაზრებას, რომელიც კანონს გვთავაზობს, თუკი კანონი არ ეწინააღმდეგება უფრო სავარაუდო მოსაზრებას თავისუფლების სასარგებლოდ.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4