A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

უა უბ უდ უკ ულ უმ უნ უპ ურ უს უტ უფ უც უწ უხ
უხა

უხამურნი

Etym. ლათ. discalceati „ფეხშიშველნი“, „უხამურნი“
It. Scalzi/e
ასე ეწოდება მოწესეებს, რომლებიც სიღატაკისა და მონანიების ნიშნად მხოლოდ სანდლებს ატარებენ (ფრანცისკელნი) ან სრულიად უხამურნი (კარმელელნი) დადიან. ფრანცისკე ასიზელმა იესოს მიბაძვის მიზნით თანამოძმეებს ფეხშიშველა სიარული დაუწესა. ამიტომაც უწოდებდნენ ამ ორდენის წევრებს აგრეთვე უხამურთ, განსაკუთრებით - გერმანულენოვან ქვეყნებში. ცალკეული რეფორმირებული ორდენებისა თუ კონგრეგაციების გარდა, როგორებიც იყვნენ, მაგ., ობსერვანტები და კაპუცინები, ამავე დროს, კარმელელნი, სერვიტები, პასიონისტები და სხვანი თავს მოვალედ მიიჩნევდნენ, მუდამ ფეხშიშველა ყოფილიყვნენ. მოგვიანებით, წესდებათა გადახედვის შედეგად, ხშირად ნებადართული გახდა გამონაკლისები (მაგალითად, წირვის ჩატარებისას ან სიცივის მიზეზით დაშვებული იყო ფეხზე ჩაცმა). უხამურთა კატეგორიას განეკუთვნება ქალთა რამდენიმე ორდენიც, მაგ., კლარისელები, კაპუცინელები, კარმელელნი, ავგუსტინელი მონაზვნები.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9