A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ბა ბე ბზ ბი ბო ბრ ბუ
ბიბ ბიზ ბიკ ბილ ბინ

ბიბლიური საზოგადოებები

It. Società bibliche
მიზნად ისახავს ბიბლიის გაცნობას და გავრცელებას. თანამედროვე მნიშვნელობით ასეთი საზოგადოებები თავდაპირველად ინგლისში გავრცელდა: ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები, რასაც შემდეგ მრავალი სხვა მოჰყვა, ჯერ კიდევ 1698 წელს გადაიდგა. ამ წელს დაარსდა ქრისტიანული ცოდნის გავრცელების საზოგადოება (Society for the Propagation of Christian knowledge), 1799 წელს კი – რელიგიურ ტრაქტატთა ლონდონის საზოგადოება. ამ ორი ორგანიზაციის შერწყმით 1804 წელს შეიქმნა ბრიტანული და უცხოური ბიბლიური საზოგადოება (British and Foreign Biblic Society). მისი მაგალითით იმავე წელს შეიქმნა ნიურნბერგის ბიბლიური საზოგადოება, შემდეგ კი, 1805 წელს, ბერლინის ბიბლიური საზოგადოება (Berliner Bibelgesellschaft), რომელსაც 1814 წელს პრუსიის ბიბლიური საზოგადოება ეწოდა. 1812 წელს შტუტგარდტში დაარსდა Privilegierte Wurttembergische Bibel-Anstalt, ხოლო 1814 წელს – Sachsische Haupt-Bibelgesellschaft დრეზდენში. სხვადასხვა საზოგადოებათა შორის თანამშრომლობას ხელი შეუწყო ბიბლიურ საზოგადოებათა მსოფლიო ლიგის (1950) შექმნამ, რომლის მმართველი ორგანო ლონდონში მდებარეობს. პროტესტანტური ბიბლიური საზოგადოების, Nurnberger Bibelgesellschaft-ის პარალელურად აღმოცენდა (თავდაპირველად 1805 წელს, რეგენსბურგში) კათოლიკური ბიბლიური საზოგადოება, რომელიც 1817 წელს პიუს VII-მ გააუქმა, იმ საფრთხის გამო, რომ ის მცდარ სწავლებას გაავრცელებდა. ამის მიუხედავად, ბიბლიური საზოგადოებებები კათოლიკე ეკლესიის წიაღშიც დამკვიდრდა. 1902 წელს იტალიაში დაფუძნდა სახარების გამავრცელებელი წმიდა იერონიმეს საზოგადოება (Pia Società di San Girolamo per la diffusione del santo Vangelo), რომლის პორველი პრეზიდენტიც იყო ჯაკომო დელა კიეზა, შემდგომში პაპი ბენედიქტე XV. 1983 წელს კანონიერად დაფუძნდა იტალიის ბიბლიური საზოგადოება (Società Biblica in Italia, SBI), როგორც „დამოუკიდებელი არაკომერციული ქრისტიანული ასოციაცია, რომელიც არ არის დაკავშირებული არც ერთ რელიგიურ კონფესიასთან და მიზნად ისახავს საღმრთო წერილის მაქსიმალურ გავრცელებას ამ საქმისთვის შესაფერისი ხერხებისა და ღონისძიებების მეშვეობით“.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9